|
2022-10-19 16:19:49, 1503 ნახვა
მსოფლიო
Politico - რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო, ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადა
რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო, ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადა. ამის შესახებ გამოცემა Politico ოთხი ოფიციალური პირისა და დიპლომატის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, ბრიუსელმა თეირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი სია უკვე მოამზადა. დიპლომატები იმედოვნებენ, რომ ახალ პაკეტზე შეთანხმდებიან პარასკევს ევროკავშირის ლიდერების სამიტამდე. ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ახალმა პაკეტმა „ძლიერი სიგნალი“ გაუგზავნა თეირანს, ხოლო მეორე მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ასეთი ინდივიდუალური სანქციები უფრო სწრაფად განხორციელდება, ვიდრე ეკონომიკური სანქციები, რაც საჭიროებს ახალ საკანონმდებლო ჩარჩოს და შეიძლება ჰქონდეს მცირე დამატებითი ეფექტი. ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატები დღეს ე.წ Relex ჯგუფში შეიკრიბებიან, რათა შეთანხმდნენ სანქციების პაკეტის საბოლოო ტექნიკურ დეტალებზე. თუ შეთანხმებული გადაწყვეტილება იქნება, ევროკავშირის ელჩებს შეუძლიათ ახალი პაკეტის დამტკიცება. ცნობისთვის, აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ირანმა რუსეთს თავისი ათასი თვითმფრინავი მიჰყიდა. ამავდროულად , ირანის ხელისუფლება ოფიციალურად უარყოფს უპილოტო თვითმფრინავების რუსეთს მიყიდვას და აცხადებს , რომ იარაღი რუსეთის ფედერაციაში მესამე ქვეყნების გავლით შევიდა. ოქტომბრის შუა რიცხვებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციამ ირანიდან 2000-ზე მეტი ასეთი დრონი შეუკვეთა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აგროვებს მტკიცებულებებს და მზად არის რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ ომში ირანული თვითმფრინავების გამოყენებაზე . საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიაწოდოს მტკიცებულებები ირანის მიერ რუსეთში კამიკაძე თვითმფრინავების გადაცემის შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა უკრაინის პრეზიდენტს ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაც შესთავაზა. არაოფიციალურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი გეგმავს უსეთის ფედერაციას კიდევ უფრო მეტი უპილოტო თვითმფრინავების და მიწისზედა რაკეტები გადასცეს.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)