15:21 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-17 13:41:14, 1185 ნახვა

საზოგადოება
„ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2022“ გაიხსნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2022“ გახსნა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ, თანამედროვე გამოწვევების ფონზე, კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კიბერუსაფრთხოების სფეროს კიდევ უფრო განვითარება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. 

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი, კიბერუსაფრთხოების კუთხით ევროკავშირსა და ნატოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკას იზიარებს. მან „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი“ რეგიონულ პლატფორმად განიხილა, მისი გაფართოების შესახებ ისაუბრა, ასევე ღონისძიების ორგანიზების საქმეში ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. 

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ლუკა მგელაძემ და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ასუნსიონ სანჩეს რუისმა. 
ორდღიან საერთაშორისო ფორუმზე ნატოსა და ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები კიბერსაფრთხეებზე, თანამედროვე კონფლიქტების კიბერგანზომილებაზე, ეროვნულ კიბერმდგრადობაზე, კიბერუსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე და ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე იმსჯელებენ. 

ღონისძიება პარტნიორ ქვეყნებს შორის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ორგანიზებით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, საქართველო ფორუმს უკვე მესამე წელია მასპინძლობს. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს ვახო სანაიას ამჯერად 2 Facebook პოსტის და 1 ვიდეოს გამო ედავება
ბრიტანეთმა პრორუსული დეზინფორმაციისთვის ნიკოლოზ მჟავანაძე და მამუკა ფიფია დაასანქცირა
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
3-4 ოქტომბერს „თბილისობა“ აღინიშნება - ხუთ ლოკაციაზე მრავალფეროვანი პროგრამა იქნება წარმოდგენილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics