|
2022-09-28 16:34:36, 1551 ნახვა
სამართალი
კაცს, რომელმაც ცოლი განსაკუთრებული სისასტიკით, შვილის თანდასწრებით მოკლა, ფსიქიატრიული მკურნალობა განესაზღვრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, შემაკავებელი ორდერის დარღვევისა და ოჯახური ძალადობის ხუთი ეპიზოდის ჩადენისთვის ბრალდებულის მიმართ შეურაცხადობის გამო სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად რამდენჯერმე იძალადა მეუღლეზე. ასევე, მან დაარღვია მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო, მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, და 23 მაისს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, დაზარალებულს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ პრიმა", ,,ვ'' და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) და 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით , 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით –(ოჯახური ძალადობის ხუთი ეპიზოდი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიების მიმდინარეობისას მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით, დაინიშნა სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებული შეურაცხადია. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული იძულებითი მკურნალობის მიზნით ოთხი წლით მოთავსებული იქნება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)