|
2022-09-22 13:54:05, 1376 ნახვა
სამართალი
გრიგოლ ნარსია - ანკესზე მინდოდა დამემაგრებინა რუსეთის დროშა, რომელსაც საზღვრის გადაკვეთისას გავშლიდი
ვერტმფრენით მინდოდა რომ დამეტოვებინა საქართველოს საზღვრები აფხაზეთისა და რუსეთის მიმართულებით. ამისთვის მესაჭიროებოდა რუსეთის ფედერაციის დროშა და მას დავამაგრებდი ანკესის ჯოხზე, რომ დროშა საზღვრის გადაკვეთისას გამეშალა, - ამის შესახებ "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული გრიგოლ ნარსია სამართალდამცავი უწყებისთვის მიცემულ ჩვენებაში საუბრობს. ჩვენებაში, რომელსაც "ტვ პირველი" აქვეყნებს, ნარსია თავდასხმის სხვა დეტალებსაც აღწერს და იმ ასაფეთქებელ მოწყობილობაზეც საუბრობს, რომელიც მან ბანკის შენობის შიდა სივრცეში დაამონტაჟა. "ჯიბიდან ამოვიღე ხელყუმბარა. მე ბანკში მყოფმა მომხმარებელმა გოგონამ მითხრა, რომ თან ახლდა ასაკოვანი ქალი და მთხოვეს, რომ გამეშვა. მეც დავთანხმდი და გავუშვი ისინი გარეთ. ბანკში მყოფი პირები ავიყვანე მძევლად. ამის შემდეგ, ბანკში შესასვლელი კარი დავკეტე, მასზე დავამაგრე ჩემ მიერ დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობის მაკეტი-მულიაჟი. ამის შემდეგ, ბანკის თანამშრომლებს ვთხოვე, რომ ჩემთვის ბანკში არსებული ფული მოეცათ. მათ რაღაც ფული იატაკზე დაყარეს. ბანკის თანამშრომელ გოგონას ვუთხარი, რომ თავის უფროსთან დაერეკა და ჩემთვის ფული მოეტანათ. იქ მყოფი ერთ-ერთი მძევალი ბიჭის მეშვეობით, ბანკის ხელმძღვანელს სატელეფონო საუბრისას ვთხოვე, რომ ჩემთვის მოეტანათ მძევლების გათავისფლების სანაცვლოდ 2 მილიონი ამერიკული დოლარი, რუსეთის ფედერაციის დროშა და ანკესის ჯოხი. აღნიშნული შინაარსის საუბარი რამდენჯერმე განხორციელდა. მე, ასევე, მოვითხოვე ავტომანქანა და ქუთაისის ძველ აეროდრომზე ვერტმფრენი. ვერტმფრენით მინდოდა, რომ დამეტოვებინა საქართველოს საზღვრები აფხაზეთისა და რუსეთის მიმართულებით. ამისთვის მესაჭიროებოდა რუსეთის ფედერაციის დროშა და მას დავამაგრებდი ანკესის ჯოხზე, რომ დროშა საზღვრის გადაკვეთისას გამეშალა", - ნათქვამია ნარსიას ჩვენებაში. შეგახსენებთ, რომ 1985 წელს დაბადებული გრიგოლ ნარსია ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში ორშაბათს, 20 სექტემბერს შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა. სამართალდამცავებმა მძევლები რამდენიმესაათიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს, თავდამსხმელი კი, ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)