11:14 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-24 13:14:17, 575 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინის მიმართ სოლიდარობა საპროტესტო აქციებით გამოხატონ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ქვეყნებს უკრაინის მიმართ სოლიდარობის ქმედებების განხორციელებისკენ და საპროტესტო აქციების ორგანიზებისკენ მოუწოდებს.

„მსოფლიომ უნდა შეაჩეროს რუსეთი, აჩვენეთ თქვენი პოზიცია. გამოდით ოფისებიდან, სკოლებიდან, უნივერსიტეტებიდან. გამოდით მსოფლიოს სახელით. გამოდით უკრაინის სიმბოლოებით, რათა მხარი დაუჭიროთ უკრაინას, მხარი დაუჭიროთ თავისუფლებას, სიცოცხლეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასძინა, რომ რუსეთი აწარმოებს ომს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ყველა თავისუფალი ადამიანის წინააღმდეგ.

ამასთანავე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა იმ რუს მოქალაქეებს, რომლებიც ომის წინააღმდეგ გამოდიან.

„გადაარჩინეთ თქვენი შვილები ომისგან. მოყევით სიმართლე ომის შესახებ და თუ შეგიძლიათ დატოვოთ ქვეყანა, რათა თქვენი გადასახადები ომს არ მისცეთ, გააკეთეთ ეს“,  - მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics