10:15 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-23 20:16:30, 1194 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის ჯანდაცვა - რუსმა ოკუპანტებმა სასწრაფოს 58 მანქანა ჩაცხრილეს და 6 ექიმი მოკლეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 58 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ჩაცხრილეს. შედეგად, 6 უკრაინელი მედიკოსი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ლიაშკომ „ფეისბუკ“-ის გვერდზე განაცხადა.

„ომმა ყველაფერი შეცვალა: გეგმები, პრიორიტეტები, მოსაზრებები. არასდროს მიფიქრია, რომ მედიცინის მუშაკებისთვის ტყვიაგაუმტარი ჟილეტები შოვნა დაგვჭირდებოდა, მაგრამ რუსი ტერორისტების ქმედებები, რომლებმაც უკვე 58 სასწრაფო სამედიცინო მანქანა დაბომბეს და ჩვენი 6 მედიკოსი მოკლეს,იძულებულნი ვართ, ეს გავაკეთოთ“, - განაცხადა ვიქტორ ლიაშკომ.

მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ტყვიაგაუმტარი ჟილეტების პირველი პარტია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაკებს, უკვე გადაეცათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics