04:19 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-16 23:11:21, 695 ნახვა

მსოფლიო
დაბომბვამდე მარიუპულის თეატრში 1500-მდე ადამიანი იმალებოდა მათ შორის ასობით ბავშვი, მათი ბედი უცნობია

დღეს, სატელევიზიო მარათონის ეთერში, მარიუპოლიდან ევაკუირებულმა მაცხოვრებელმა თქვა, რომ დრამატულ თეატრში სულ მცირე 1500 ადამიანი ზის, დაბომბვისგან ხალხის თავებზე უზარმაზარი ჭაღი ირხევა და კედლები კანკალებს.
მიუხედავად ამისა რუსმა ოკუპანტებმა დღეს საღამოს მარიუპულის დრამატული თეატრი დაბომბეს. ტელეგრამ არხებზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ხალხი, მათ შორის ბავშვები და ქალები, რომლებიც თეატრს თავს აფარებდნენ, ვიდეოები გადაღებულია დღეს ან გუშინ.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, თეატრის შენობაში შესაძლოა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იყოს.

"კიდევ ერთი საშინელი ომის დანაშაული მარიუპოლში. რუსეთის მასიური დარტყმა დრამატულ თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა. რუსებმა კარგად იცოდნენ, რომ ეს სამოქალაქო თავშესაფარია. გადაარჩინე მარიუპოლი! შეაჩერე რუსი ომის დამნაშავეები!" - წერს უკრაინელი. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება.

უკრაინაში, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის დრამატული თეატრი მიზანმიმართულად გაანადგურეს, რომელსაც ასობით მოქალაქე ბავშვებთან ერთად თავს აფარებდა.

უკანასკნელი ცნობებით, დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, ზუსტდება. აღნიშნულის შესახებ მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახური იტყობინება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics