02:23 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-15 15:27:14, 564 ნახვა

მსოფლიო
მარინა ოვსიანიკოვა - არ ვნანობ, რაც გავაკეთე, თუმცა თქვენი მხარდაჭერა მჭირდება

რუსული პროპაგანდისტული არხის რედაქტორი, მარინა ოვსიანკინოვა, რომელიც გუშინ, პირდაპირ ეთერში, სტუდიაში უკრაინაში მიმდინარე ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევიდა, აცხადებს, რომ არ ნანობს, რაც გააკეთა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, არ იცის, რა ელის უახლოეს პერიოდში, მაგრამ ადვოკატებისგან მიიღო ცნობა, რომ შესაძლოა, 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდეს.

„არ ვნანობ, რაც გავაკეთე! რაც არ უნდა იყოს შედეგი, მზად ვარ ვატარო, როგორც ღირსების ბეიჯი.

არ ვიცი, რა მელის მალე. ჩემმა ადვოკატმა განმიმარტა, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით შესაძლოა, 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მემუქრებოდეს. ამას არ ვნანობ, თუმცა თქვენი მხარდაჭერა მჭირდება", - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მარინა ოვსიანკოვა პირდაპირი ეთერის დროს სტუდიაში გამოჩნდა ბანერით „არა ომს! არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ!", რის შემდეგაც საინფორმაციო გამოშვება შეწყდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი დააკავეს.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics