00:56 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-11 22:24:26, 1143 ნახვა

მსოფლიო
რესპუბლიკელი სენატორები ბაიდენს უკრაინაში პოლონური სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნისკენ მოუწოდებენ

რესპუბლიკელი ამერიკელი სენატორები ბაიდენის ადმინისტრაციას სთხოვენ, შეცვალოს კურსი და დაუშვას პოლონური MiG-ის გამანადგურებელი თვითმფრინავების უკრაინელებისთვის გადაცემა.

AP News-ის ცნობით, ხუთშაბათს, ორმოცმა ამერიკელმა სენატორმა ხელი მოაწერა წერილს აიოვას სენატორის ჯონი ერნსტისგან და იუტადან მიტ რომნისგან, რომელიც მოუწოდებდა ჯო ბაიდენს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნაზე „შესაბამისი“ პასუხის გაცემას. შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდა, რომ თუ იგი უკრაინის თავზე ცის დახრუვით ვერ დაეხმარებოდა, უკრაინელი ხალხის დასაცავად, უფრო მეტი სამხედრო თვითმფრინავები მაინც გამოეგზავნა.

„საკმარისია საუბარი. ხალხი კვდება. გაუგზავნეთ მათ თვითმფრინავები, რომლებიც მათ სჭირდებათ“, - განაცხადა მიტ რომნიმ, კაპიტოლიუმზე გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, თავიდან, ბაიდენის ადმინისტრაციამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ საბჭოთა ეპოქის თვითმფრინავები ახლა ნატოს მოკავშირე პოლონეთში შეიძლება, საჰაერო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, უკრაინისთვის გადაცემულიყო. მაგრამ, ოთხშაბათს, პენტაგონმა უარი თქვა აღნიშნულ წინადადებაზე და განაცხადა, რომ თვითმფრინავები არ არის ეფექტური იარაღი და ეს გეგმა ომის ესკალაციის "მაღალი რისკის" წინაშე აღმოჩენილიყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics