00:06 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-11 00:47:02, 571 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - ომამდე დასავლეთს მოვუწოდე, უკრაინას გარანტირებული დახმარება მიეცით-მეთქი, მაგრამ ეს არ ქნეს, ახლა დიდი მხარდაჭერა გვჭირდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას დიდი რაოდენობით სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება. ამის შესახებ მან გერმანულ გაზეთ Die Zeit-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„თვეების წინ, როცა რუსეთი შემოჭრილი არ იყო, ყველამ დაინახა, რომ კრემლის მიერ შემოჭრა შესაძლებელი იყო. ჩვენ საზღვარზე ჯარები იყო განლაგებული. მე მოვუწოდე დასავლეთს, დაწესეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რათა რუსებს თავდასხმაზე არ ეფიქრათ. ვუთხარი, მიეცით უკრაინას ისეთი მხარდაჭერა, რომ ვიცოდეთ ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულია-მეთქი, არც ეს გააკეთეს“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა, როდესაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა რუსული ჯარები უკრაინის ქალაქებს ანადგურებენ და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას, უკრაინა, მაინც არასაკმარის სამხედრო დახმარებას იღებს.

„გესმის? ისინი ლტოლვილებსაც კი კლავენ. მათი რაკეტები ურტყამს სახლებს, უნივერსიტეტებს, ეკლესიებს. ეს არის ბარბაროსობა. დიახ, ჩვენ ვიღებთ იარაღს. მაგრამ აშკარად მეტი გვჭირდება, რადგან ბარბაროსობა არ წყდება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics