00:06 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-10 23:32:52, 865 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იგი თავს პუტინის „ნომერ პირველ მტრად“ მიიჩნევს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავს პუტინის „ნომერ პირველ მტრად“ მიიჩნევს. ამის შესახებ გერმანულ გაზეთ Die Zeit-ისთვის მიცემულ ინტერვიუშია ნათქვამი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი დაშინება „არ გამოდგება“.

„ისინი ხედავენ სახელმწიფოს მეთაურს, ხედავენ პოლიტიკოსებს, ხედავენ ეკონომიკურ მაგნატებს, იმედოვნებენ, რომ შეძლებენ ყველა იყიდონ ან დააშინონ, მაგრამ ჩემზე დანამდვილებით იციან, რომ ეს არ გამოდგება. ამიტომ, არის ასეთი საფრთხე“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კრემლი უკრაინელი ხალხის მიერ თავისი ქვეყნის დაცვას არ ელოდა.

„პუტინის ხალხმა უბრალოდ არ იცის უკრაინა, მაგრამ უკრაინა ასეთია. როცა უკრაინა შენთანაა, თავს დაცულად გრძნობ. ეს არის წესი, რომელიც ბევრმა დასავლეთშიც უნდა ისწავლოს“, - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics