16:13 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-03 18:49:56, 857 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი უკრაინის დემილიტარიზაციასა და განეიტრალებას წარმატებით დაასრულებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავის ფრანგ კოლეგას, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ რუსეთი, თავისი მიზნების შესაბამისად, უკრაინის დემილიტარიზაციას წარმატებით შეძლებს და საბოლოოდ, გაანეიტრალებს მას.

BBC News-ის ინფორმაციის მიხედვით, სატელეფონო ზარის დროს, ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს აცნობა, რომ უკრაინის ნებისმიერი მცდელობა, გადადოს მოლაპარაკებები, რუსეთის მიერ მისი მოთხოვნების ჩამონათვალის მხოლოდ ზრდას გამოიწვევს.

მისივე თქმით, იგი არ ეთანხმება საფრანგეთის ლიდერის გუშინდელ გამოსვლას, რომელშიც მან ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს აკისრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics