15:03 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-28 10:50:53, 478 ნახვა

მსოფლიო
ლუგანსკის ქალაქი სჩასტიე ოკუპანტებმა 80%-ით გაანადგურეს, მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია

ლუგანსკის რაიონის ქალაქი სჩასტიე რუსმა ოკუპანტებმა 80%-ით გაანადგურეს, მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია, რადგან ავტობუსებს „გრადები“ ესროლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.

როგორც ქალაქის წარმომადგენელი, სერგეი გაიდაი აცხადებს, ასეთი განადგურება 2014-2015 წლებშიც არ მომხდარა.

„ჩვენ არ შეგვიძლია ხალხის გაყვანა - ტრანსპორტს „გრადებს“ ესწორდნენ“, - წერს გაიდაი.

მანვე დასძინა, რომ ხალხს სურს ადგილის დატოვება, თუმცა ეს შეუძლებელია.

„მე ვესაუბრე გაეროს კოორდინატორს და შევთანხმდით, რომ თუკი რაიმე შესაძლებლობა გაჩნდება ევაკუაციასთან დაკავშირებით, ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - დასძინა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
ვილი სანიოლიმ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნიდან სომხეთში გააძევა ბელორუსელი ოპოზიციონერი რომელიც თავშესაფარს 5 წელი ელოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics