|
2022-02-27 12:40:55, 728 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - რასაც მტერი აკეთებს ლაჩრობაა, პირობა მოგვცეს, რომ დასახლებულ პუნქტებს არ დაბომბავდნენ, თუმცა მოგვატყუეს
რასაც მტერი აკეთებს ლაჩრობაა, ხალხი სამშობლოს დასაცავად ფეხზე დადგა და მტერმა მათ პირდაპირ ცეცხლი გაუხსნა, ეს ტერორია - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ რუსეთის სამხედრო ძალებს. მისივე თქმით, რუსებმა პირობა დადეს, რომ დასახლებულ პუნქტებს არ დაბომბავდნენ, თუმცა მოიტყუეს, რადგან შემოჭრის პირველი დღიდან რუსებმა დასახლებული პუნქტები დაბომბეს. "რთული ღამე იყო, რასაც მტერი აკეთებს ლაჩრობაა. ხალხი სამშობლოს დასაცავად ფეხზე დადგა და მტერმა მათ პირდაპირ ცეცხლი გაუხსნა. ეს ტერორია. ისინი შეტევებისა და ჩვენი შვილების დახოცვის გაგრძელებას აპირებენ. ეს ბოროტებაა. ბოროტება, რომელიც ჩვენს მიწაზე მოვიდა და რომელიც უნდა გავანადგუროთ. პირობა მოგვცეს, რომ დასახლებულ პუნქტებს არ დაბომბავდნენ, თუმცა მოგვატყუეს. შემოჭრის პირველი დღიდან რუსებმა დასახლებული პუნქტები დაბომბეს. ელექტრო სადგური, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და საცხოვრებელი სახლები ინტენსიური შეტევის სამიზნეა. იმის გამო, რასაც ოკუპანტი აკეთებს, კიევში, ხარკოვში, ოდესასა და სხვა ქალაქებში, საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა გასამართლდეს. უკრაინული ძალები მედგრად დგანან და მტრის გეგმას ანადგურებენ. ჩვენი მებრძოლების წინააღმდეგობა უმაღლეს შეფასებას იმსახურებს. მართალია ეს ძვირი დაგვიჯდება თუმცა, სიცოცხლეზე, სამშობლოზე და თავისუფლებაზე ძვირფასი არაფერია", - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)