|
2022-02-27 11:39:09, 734 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვა - უცხოელებს შეუძლიათ, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების რიგების შემოუერთდნენ
„უცხოელებს უფლება აქვთ, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების რიგების შემოუერთდნენ“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, უცხოელი მოხალისეებისგან ცალკე დანაყოფი - უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონი იქმნება. „ყველა უცხოელთან დაკავშირებით, ვინც გამოხატავს სურვილს შეუერთდეს წინააღმდეგობას რუსი ოკუპანტებისა და მსოფლიო უსაფრთხოების წინააღმდეგ, უკრაინის ხელისუფლება გვთავაზობს ჩვენ სახელმწიფოში ჩამოსვლასა და ტერიტორიული თავდაცვის ძალების რიგების შევსებას. უცხოელებისგან იქმნება ცალკე დანაყოფი - უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონი. საერთაშორისო ლეგიონში რეგისტრაციისთვის და ყველა დეტალისთვის დაუკავშირდით თქვენი ქვეყნის უკრაინის საელჩოს დაცვის ატაშეს. მივცეთ საშუალება მშვიდობას და დავიცვათ უკრაინა, ერთად შევაჩეროთ ოკუპანტები!“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)