|
2022-02-27 10:00:48, 882 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ჯარმა კიევის დაბომბვისას რადიოაქტიური ობიექტი ააფეთქეს
კიევის დაბომბვის შედეგად რუსული რაკეტები რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ობიექტს მოხვდა. ამის შესახებ უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექცია იტყობინება. „2022 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით, კიევის დროით 01:20 საათისთვის, კიევის მასობრივი დაბომბვის შედეგად რუსეთის ფედერაციისთვის ხელმისაწვდომი ყველა ტიპის საზენიტო და სარაკეტო იარაღით, ჭურვები მოხვდა კიევის რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ადგილზე. რადონის ასოციაციის ფილიალმა.“, - ნათქვამია განცხადებაში. მიმდინარე მასიური დაბომბვის შედეგად, ნგრევის მასშტაბის შეფასება შეუძლებელი გახდა. "რადიაციული მონიტორინგის ავტომატური სისტემა მწყობრიდან არის გამოსული. მაგრამ სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს ჭურვების ვარდნა", - განაცხადეს სახელმწიფო ინსპექციაში. სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი სააგენტოს წინასწარი შეფასებით, სანიტარიული დაცვის ზონის გარეთ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და პეჩერსკაიას მეტროსთან რადიაციული ფონი ნორმალური და უცვლელი იყო. გარდა ამისა, რუსულმა ჯარებმა ხარკოვში გაზსადენი ააფეთქეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)