14:15 - 26 Sep, 2026
|
2022-02-26 23:52:41, 536 ნახვა
მსოფლიო
უკრაინა ხურავს საგუშაგოებს რუსეთთან და ბელორუსთან საზღვარზე
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დროებით დაიხუროს საგუშაგოები რუსეთთან და ბელორუსთან სახელმწიფო საზღვარზე. როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იუწყება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ბრიფინგზე განაცხადა. „მთავრობამ გადაწყვიტა დროებით დახუროს საგუშაგოები რუსეთისა და ბელორუსის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ“, - განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ახლა იმყოფებიან ამ ქვეყნების ტერიტორიაზე და სურთ სახლში დაბრუნება, უკრაინაში შემოსვლას დაბრკოლების გარეშე შეძლებენ. "რა თქმა უნდა, მოგიწოდებთ, დაბრუნდით სახლში. დაამტკიცეთ, რომ მსოფლიოს მხარეს ხართ", - ხაზგასმით აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)