2022-02-26 13:31:57, 756 ნახვა
მსოფლიო
ვიტალი კლიჩკო - კიევში ღამით მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს 35 ადამიანი დაშავდა, მათგან 2 ბავშვია
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ქალაქში ღამით მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 35 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი მცირეწლოვანია.
მანვე განაცხადა, რომ ამჟამად კიევში რუსული მსხვილი წარმომადგენლობა არაა.
კლიჩკომ მოსახლეობას მოუწოდა, არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები, თუ თავშესაფარში გადასვლას არ აპირებენ ან თუ კრიტიკული ინფრასტრუქტურის საწარმოებში არ მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ მთელი ღამის განმავლობაში კიევში სროლისა და შეტაკებების ხმა ისმოდა. მოსახლეობა სახლებში ან თავშესაფრებშია გადაყვანილი. გარდა ამისა, ვრცელება ინფორმაცია, რომ კიევში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას აჩერებს და მათი, კერძოდ, მეტროს გამოყენება თავიშესაფრისთვის იქნება შესაძლებელი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,