|
2022-02-26 11:56:11, 639 ნახვა
მსოფლიო
შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - უკრაინის თავდაცვის მეორე გმირული ეტაპი დასრულდა, მტერი სუსტდება, უკრაინა ძლიერდება
მოქმედების გეგმა მარტივია: დაინახეთ, შეგიძლიათ, გაანადგურეთ - არ შეგიძლიათ გაანადგუროთ, შეგვატყობინეთ მტრის ლოკაცია ჩვენ! - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. მისი თქმით, საჰაერო ძალები ნამდვილი გმირობის მაგალითს აჩვენებენ და ყოველდღიურად ანადგურებენ მტრის თვითმფრინავებს, რაკეტებსა და ვერტმფრენებს - მტერი სუსტდება, უკრაინა კი ძლიერდება. „რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვის მეორე გმირული ეტაპი დასრულდა. მადლობას ვუხდი თითოეულ ჯარისკაცსა და ყველას, ვინც იცავს ქვეყანას! ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალები აჩვენებენ ნამდვილ სამხედრო ძლევამოსილებას, ანადგურებენ მტრის თანამედროვე თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს, ანადგურებენ საკრუიზო რაკეტებს ცაში. ასობით სიცოცხლე გადავარჩინეთ! მტერმა ვერ მიაღწია მანამდე დასახულ სტრატეგიულ მიზნებს. მისი ძალა სუსტდება. ყოველ საათში ვძლიერდებით! სამოქმედო გეგმა მარტივია: ხედავ, შეგიძლია - გაანადგურე! არ შეგიძლია - მოგვაწოდეთ მტრის მდებარეობა!", - წერს მთავარსარდალი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)