13:22 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-25 20:28:54, 614 ნახვა

მსოფლიო
ევროსაბჭომ რუსეთისთვის წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერებას მხარი დაუჭირა

ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას თავად ორგანიზაცია იუწყება.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ევროსაბჭომ რუსეთის მიერ უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ მიიღო.

უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივით დაწყებულ პროცესს 47 სახელმწიფოდან 42-მა ქვეყნამ დაუჭირა მხარი. ჯერჯერობით, უცნობია, თუ რომელმა ქვეყანამ არ მისცა ხმა რუსეთისთვის წევრობის შეჩერების ინიციატივას.

„ევროპის საბჭოს დებულების შესაბამისად, დღეს, მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში, რუსეთის ფედერაციას წარმომადგენლობის უფლება შეუჩეროს. გადაწყევტილება მიღებულ იქნა უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად“, - აღნიშნულია ევროპის საბჭოს განცხადბაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
ვილი სანიოლიმ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნიდან სომხეთში გააძევა ბელორუსელი ოპოზიციონერი რომელიც თავშესაფარს 5 წელი ელოდა
21 წლის ბიჭს სამტრედიასთან მატარებელი დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics