|
2022-02-25 19:48:37, 581 ნახვა
მსოფლიო
პუტინი უკრაინელ სამხედროებს - ნეონაცისტებს არ მისცეთ ნება, გამოიყენონ თქვენი შვილები და ცოლები ცოცხალ ფარად, ხელში აიღეთ ძალაუფლება
„ნეონაცისტებსა და ბანდიტებს არ მისცეთ უფლება, გამოიყენონ თქვენი შვილები, ცოლები და მოხუცები ცოცხალ ფარად, ხელში აიღეთ ძალაუფლება“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე, უკრაინელ სამხედროებს მიმართა. მისივე თქმით, უკრაინა რუსეთთან ცალკე უფრო მარტივად მოაგვარებს პრობლემას, ვიდრე დასავლეთთან ერთად. „კიდევ ერთხელ მივმართავ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებს: ნეონაცისტებსა და ბანდიტებს არ მისცეთ ნება, გამოიყენონ თქვენი შვილები, ცოლები და მოხუცები ცოცხალ ფარად, ხელში აიღეთ ძალაუფლება. როგორც ჩანს, თქვენთან უფრო მარტივად მოვრიგდებით, ვიდრე ამ ნარკომანებისა და ნეონაცისტების ბანდასთან, რომლებიც დასხდნენ კიევში და მძევლად აიყვანეს მთელი უკრაინელი ერი“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)