|
2022-01-10 12:33:21, 1538 ნახვა
საზოგადოება
ადვოკატი დარწმუნებულია, რომ უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე რამდენიმე გამოძიებას დაიწყებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი აცხადებს, რომ ცენტრ "ემპათიას" მიერ გაგზავნილი დოკუმენტების საფუძველზე დღეს პროკურატურას მიმართავს. როგორც "მთავარ არხთან" ევგენი გრუშოვეცი, ამბობს საქართველოს მთავრობა მინისმალისტურ სტანდარტებს არ ითვალისწინებს და პატიმრის ჯანმრთელობის უფლებას არ იცავს. ამასთან ადვოკატის განცხადებით, რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ უცნობია სააკაშვილის ჯანმრთეობის მდგომარეობაც. "ცენტრ ემპათიის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტები შევისწავლეთ და პროკურატურაში დღეს განცხადებას დავწერთ. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სისხლის სამართლის რამდენიმე გამოძიებას დაიწყებს, მათ შორის იმ ექიმების წინააღმდეგ, ვინც არასწორი დიაგნოზი დასვეს და მკურნალობის არასწორი კურსი ჩაატარეს. ადამიანის უფლებების დარღვევასთან გვაქვს საქმე, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ამ მინიმალურ სტანდარტებს არ ითვალისწინებს და პატიმრის ჯანმრთელობის უფლებას არ იცავს, ეს კანონდარღვევაა. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობის ამ ქმედებებით მიხეილ სააკაშვილს სერიოზული საფრთხე ემუქრება. რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ არ ვიცით რა სახის მედიკამენტით მკურნალობენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ან საერთოდ მისაღებია თუ არა მკურნალობის ის კურსი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენი გრუშოვეცმა.
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
პაპუაშვილი: უმჯობესია შორეულ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)