|
2021-12-30 19:43:40, 868 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სააგენტო თბილისში, ყოფილი სასტუმრო „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ალტერნატივას სთავაზობს
ყოფილი სასტუმრო „ქართლი“ ნამდვილად გახლავთ ავარიული ობიექტი, სწორედ ამიტომ დევნილთა სააგენტომ შენობაში ფაქტობრივად მცხოვრებ ყველა ოჯახზე გასცა ადმინისტრაციული დაპირება და განსახლების ორ ალტერნატივას სთავაზობს. მათ ახლავე შეუძლიათ თბილისში, ნებისმიერ კორპუსში თავადვე მოიძიონ ბინა, რომელსაც სააგენტო მათთვის უპირობოდ შეიძენს ან დაელოდონ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს დევნილთა სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნიბით, დევნილი ოჯახის მიერ ბინის მოძიების შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ფასი, რომელსაც სააგენტო დაფარავს შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში, ხოლო ბინის ფართობი ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება. „ამასთან, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. სწორედ ამიტომ, სააგენტო, გამგეობასთან ერთად, გრძელვადიან განსახლებამდე დევნილ ოჯახებს ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს. სააგენტოს წარმომადგენლებს ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებთან და ყველა მათგანისთვის ცნობილია აღნიშნული შეთავაზებების შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)