2021-10-30 10:29:31, 604 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - როცა გვაიძულებენ, ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, რა თქმა უნდა, მე არცერთს ხმას არ მივცემ
ხმა მივეცი საქართველოსთვის - ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც გვაიძულებენ, ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, რა თქმა უნდა, მე არცერთს ხმას არ მივცემ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები იყო.
„სამწუხაროდ, ეს არჩევნები არც სამართლიანი იყო, არც თავისუფალი. დარწმუნებული ვარ, ეს ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები იყო. საერთოდ, ყველა თუ არ დავფიქრდით არჩევნებში ფულის როლზე, თუ არ დავფიქრდით არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების როლზე და თუ არ დავფიქრდით პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო კლასზე, საერთოდ, შესაძლოა, არჩევნებმა აზრი დაკარგოს", - განაცხადა გახარიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,