|
2021-10-28 18:28:26, 569 ნახვა
პოლიტიკა
შალავა პაპუაშვილი - IPSOS-ის კვლევის შედეგები მანიპულირებული იყო
გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ ერთ-ერთი სკანდალის შესახებ, რომელშიც გაეხვა „ნაციონალური მოძრაობა", „მთავარი არხი" და კომპანია IPSOS- ი. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ, ადგილი გარკვეულ მანიპულაციებს აქვს. "როგორც იცით, გუშინ ,,მთავარ არხზე" გამოქვეყნდა IPSOS-ის კვლევის შედეგები. ეს შედეგები ასევე დაიდო IPSOS-ის ვებ-გვერდზე. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით და ამას ფაქტებიც ადასტურებს, რომ ეს კვლევები იყო მანიპულირებული, ვინაიდან ყოველთვის დიდი აცდენა იყო, თუმცა ამ შემთხვევაში, ჩვენ პირდაპირ ვნახეთ, თუ როგორ ვერ დაიმალა ამ მანიპულაციის კვალი. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნახავთ, რომ ნაცვლად იმ მონაცემებისა, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა „მთავარ არხზე", სადაც ზუგდიდში, ანზორ მელიასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა 54,7 %, ხოლო მამუკა წოწერიასთან დაკავშირებით 45,3 %, ამ დოკუმენტში, რომელშიც დევს IPSOS-ის ვებგვერდზე, წერია 51% მამუკა წოწერიას შემთხვევაში და 49% - ანზორ მელიას შემთხვევაში. საინტერესოა, რომ სხვა მონაცემები თითქოს იგივეა, მაგრამ როგორც ჩანს თავად ეს დოკუმენტი მანიპულირებული იყო და შიგნით ჩარჩა ძველი მონაცემი, რომელიც ნამდვილ მონაცემს შეეფერება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ ხდება წინასაარჩევნო კვლევებით მანიპულირება ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს ეს მანიპულაცია დოკუმენტში ბოლომდე ვერ წაიშალა და დარჩა კვალი, რომ თითქმის 5-6% -ია მანიპულაცია ზუგდიდში და მაშინ, როდესაც რეალური შედეგის მიხედვით იგებს „ქართული ოცნება" და მამუკა წოწერია, გადაკეთებული და მანიპულირებული შედეგით გაცხადდა ისე, თითქოს არჩევნებს იგებს ანზორ მელია. შეგახსენებთ, რომ ეს, როგორც მტკიცებულება დევს ვებგვერდზე და შეგიძლიათ ახლაც ნახოთ. ჩვენ გვაქვს გამოცდილება ამ კვლევებთან დაკავშირებით. იცით, რომ შარშან, საპარლამენტო არჩევნების წინ გამოქვეყნებულ ბოლო კვლევებში „ქართულ ოცნებას" IPSOS-ის კვლევის შედეგად უნდა ჰქონოდა 38% მაშინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ" რეალურად მიიღო 48% და ახლა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ IPSOS-ის კვლევის შედეგად „ქართულ ოცნებას" ჰქონდა 35% მაშინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ" მიიღო 47%. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, წინასაარჩევნო კვლევების მანიპულაციის ფაქტს ამ შემთხვევაში IPSOS-ის მხრიდან ისევე, როგორც „მთავარი არხის" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' მხრიდან."- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)