2021-10-27 20:26:10, 533 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამიას განცხდებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეში ამერიკელი იურისტი, ჯონ სენდვიჯი ჩაერთვება
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სააკაშვილის საქმეში აშშ-დან საქართველოში ამერიკელი იურისტი ჯონ სენდვიჯი ჩამოვ.
იგი საერთაშორისო სპიკერი იქნება.
"ჩვენ ველოდებით აშშ-დან მიხეილ სააკაშვილის იურისტს, რომელიც ძალიან მაღალი კვალიფიკაციისაა და ძალიან მაღალი თანამდებობები ეჭირა ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციაში. ის იქნება მთავარი საერთაშორისო სპიკერი ამიერიდან და ისაუბრებს საერთაშორისო რანგითაც და საქართველოს მიმართულებითაც მთავარ საკითხებზე. დიახ, ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ ყველაფერს ჰქონდეს უმძიმესი შეფასებები და დავფაროთ ამ შეფასებებით მთელი საერთაშორისო საზოგადოება, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,