|
2021-10-27 18:14:55, 478 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - დღევანდელი შეკრებით მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ქართველი ხალხის არჩევანი და ძალა
დღევანდელი შეკრებით მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ქართველი ხალხის არჩევანი და ძალა, რომელიც ნებისმიერ ბოროტებას დაამარცხებს, დაასრულებს დესტაბილიზაციას, ბოროტი ძალების რევანშს და ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას უზრუნველყოფს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" შემაჯამებელ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე დღეში ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს არა უბრალოდ არჩევანი ერთ და მეორე პოლიტიკურ პარტიას შორის, არამედ არჩევანი სამართლიანობასა და უსამართლობას, სიკეთესა და ბოროტებას, მშვიდობასა და ქაოსს, ზრუნვასა და ჩაგვრას, განვითარებასა და რეგრესს, საბოლოო ჯამში საქართველოს მომავალსა და წარსულში დაბრუნებას შორის. „დღეს, აქ შეკრებით ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ქართველი ხალხის არჩევანი, ქართველი ხალხის, თქვენი ძალა, რომელიც დაამარცხებს ნებისმიერ ბოროტებას, დაასრულებს დესტაბილიზაციას, დაასრულებს ბოროტი ძალების რევანშს და ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას უზრუნველყოფს. რამდენიმე დღეში, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი. არა უბრალოდ არჩევანი ერთ და მეორე პოლიტიკურ პარტიას შორის, არამედ არჩევანი სამართლიანობასა და უსამართლობას, სიკეთესა და ბოროტებას, მშვიდობასა და ქაოსს, ზრუნვასა და ჩაგვრას, განვითარებასა და რეგრესს, საბოლოო ჯამში საქართველოს მომავალსა და წარსულში დაბრუნებას შორის. ეს არის ცივილიზაციური არჩევანი, ეს იქნება ჩვენი ხალხის არჩევანი, რომელიც კიდევ ერთხელ გაარკვევს, თუ რა სურს ჩვენს დიდებულ ხალხს. სურს, რომ დარჩენილი 20 მუნიციპალიტეტების მართვის სადავეები ანტიეკლესიურმა და ანტიეროვნულმა ძალებმა, მკვლელებმა და მწამებლებმა აიღონ და რეგიონებში შეიტანონ მუდმივი საბოტაჟი, ბოიკოტი, ქაოსი და არეულობა - თუ ჰუმანური, დემოკრატიული, ევროპული და ეროვნული ღირებულებების მქონე პატრიოტმა ხელისუფლებამ, რომელსაც აქვს რეალური ხედვა, რესურსი, ჩვენი ხალხის უმრავლესობის ნდობა, ერთხელ და სამუდამოდ უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება?! აი, ამ კითხვაზე უნდა გავცეთ პასუხი 30 ოქტომბერს. რამდენიმე დღეში მაქსიმალური მობილიზაციით კიდევ ერთხელ უნდა დავირაზმოთ, რათა 2 ოქტომბრის ტრიუმფალური გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ!"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)