|
2021-10-26 18:06:33, 693 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი წარმატებული ფეხბურთელი ეყოლება ჩვენს ქვეყანას, რომელიც გამარჯვებას და წარმატებას მოუტანს საქართველოს
თბილისის მერი კახა კალაძე ნუცუბიძის ფერდობზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. თბილისის მერიის ინფორმაციით, საფეხბურთო ცენტრი მოიცავს ერთ სტანდარტულ საფეხბურთო მოედანს და ერთ მინი მოედანს (7x7) განათებითა და ტრიბუნით. ასევე აშენდა შენობა, სადაც გასახდელები და ადმინისტრაციული ოთახებია განთავსებული. „მნიშვნელოვანია ის, რომ აქ ვარჯიში და ფეხბურთის თამაში ბავშვებისთვის უფასო იქნება. ეს ძალიან მაგარი პროექტია, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ვახორციელებთ და „უეფას“ გრანტებით კეთდება. ეს ტერიტორია, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, გადავეცით ფეხბურთის ფედერაციას და ძალიან მიხარია, რომ დღეს ყველანაირად მოწესრიგებულია, გამართული ინფრასტრუქტურაა გასახდელებით, საშხაპეებით. ბავშვებს ექნებათ კომფორტულ გარემოში ვარჯიშის შესაძლებლობა და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი წარმატებული ფეხბურთელი ეყოლება ჩვენს ქვეყანას, რომელიც გამარჯვებას და წარმატებას მოუტანს საქართველოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. საფეხბურთო ცენტრის პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა, ხოლო ტერიტორია ფედერაციას თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ვალდებულებით გადაეცა. სპორტულ კომპლექსს ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად, ბავშვთა საფეხბურთო სკოლები სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენებენ. მსგავსი საფეხბურთო ცენტრები უკვე ფუნქციონირებს ფოთში, თბილისის მასშტაბით კი, გლდანის, სამგორისა და ვაკის რაიონებში.
ბურჭულაძე: ოცნებასთან საპროცესო არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლებაა
აქტივისტი სერგი ყანჩაველი - ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ აკაცუკად
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)