|
2021-10-26 17:32:40, 635 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ესტონელ კოლეგას უმასპინძლა
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის თავდაცვის მინისტრი კალე ლაანეტი იმყოფება. ესტონელ კოლეგას თავდაცვის სამინისტროში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მზარდი დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ კალე ლაანეტს უწყებებს შორის არსებული სამაგალითო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით ესტონეთის მხარდაჭერა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ესტონეთის მხარდაჭერაზე უწყების ინსტიტუციური განვითარების, სამხედრო განათლებისა და ერთობლივი წვრთნების მიმართულებით. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული კიბერუსაფრთხოების ინიციატივის განხორციელების საქმეში ესტონეთის მნიშვნელოვან წვლილს. საუბარი, ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. თავდაცვის უწებაში გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ კოლეგებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ესტონელ კოლეგას ვიზიტისთვის და უწყებებს შორის არსებული სამაგალითო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორობას, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისთვის, ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობებისა და თავდაცვის ძალების განვითარებისათვის“, - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას კვლავ განაგრძობენ. კალე ლაანეტის განცხადებით, საქართველოსა და ესტონეთს სამხედრო სფერშო ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებთ. მისი თქმით, მჭიდრო თანამშრომლობა და სამხედრო სფეროში გამოცდილების გაზიარება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
ბურჭულაძე: ოცნებასთან საპროცესო არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლებაა
აქტივისტი სერგი ყანჩაველი - ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ აკაცუკად
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)