|
2021-10-26 15:47:14, 455 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისის“ გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. სიმბოლურად ლენტი თბილისის მერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელ ლაშა პაპაშვილთან ერთად გაჭრა. კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ბიზნესსექტორს მსგავსი, ქალაქის განვითარებისთვის სასარგებლო პროექტების განხორციელების პროცესში ყოველთვის ექნება მერიის აქტიური მხარდაჭერა. „როგორც ქალაქის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ძალიან მიხარია, რომ დედაქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სასტუმროს ბრენდი შემოვიდა. ეს კონკრეტული სივრცე, შენობა-ნაგებობა ძალიან ამშვენებს ჭავჭავაძის გამზირს. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ლაშას და მის გუნდს ამ პროექტის განხორციელებისთვის. ეს ორი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი: პირველი ის, რომ მსოფლიო დონის ბრენდია შემოსული სასტუმროების ნაწილში და მეორე - ასზე მეტი სამუშაო ადგილი იქმნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, წარმატებები გისურვოთ. დედაქალაქის მხრიდან ყოველთვის იყო, არის და მომავალშიც იქნება მხარდაჭერა ბიზნესსექტორის მიმართ, რომ ასეთი საინტერესო პროექტები იყოს განხორციელებული, რადგან დღეს ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყნას ყველაზე მეტად სჭირდება აღმშენებლობა, განვითარება, სიმშვიდე და სტაბილურობა. ყოველთვის ვიდექით ბიზნესის გვერდით და ასე გაგრძელდება მომავალშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ. კომპანია „რედიქსის“ მიერ გახსნილი სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი“ ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და პროექტში ჩართული სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
ბურჭულაძე: ოცნებასთან საპროცესო არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლებაა
აქტივისტი სერგი ყანჩაველი - ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ აკაცუკად
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)