|
2021-10-26 10:34:38, 566 ნახვა
საზოგადოება
„თიბისიმ“ EFSE-სგან 10 მლნ აშშ დოლარის ფინანური რესურსი მოიზიდა
„თიბისიმ“ და ევროპის ფონდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) 10 მლნ აშშ დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული ფინანსური რესურსი საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (MSME) სამუშაო კაპიტალისა და ინვესტიციების დაფინანსებას მოხმარდება. „მოხარული ვართ, რომ EFSE-სთან ჩვენი წარმატებული და უწყვეტი პარტნიორობა გრძელდება. ეს ტრანზაქცია კიდევ ერთხელ მოწმობს ორივე ინსტიტუტის მზაობას, მხარი დავუჭიროთ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში. მოზიდული ფინანსური რესურსი შესაძლებლობას გვაძლევს დავაფინანსოთ ბიზნესების წარმომადგენლები საჭირო, გრძელვადიანი ლარის რესურსით. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ არაერთი საინტრესო ინიციატივის განხორციელებას შევძლებთ ერთად“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. „ვამაყობთ თიბისისთან ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორობით. თიბისის წარმატებული შედეგები, განსაკუთრებით მიმდინარე პანდემიის დროს, მართლაც შთამბეჭდავია. მოხარული ვარ, რომ EFSE-ს მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებას მოხმარდება“, - კლაუს მიულერი, EFSE-ს საბჭოს თავმჯდომარე. 2005 წელს დაფუძნებული გავლენიანი საინვესტიციო ფონდი, ევროპის ფონდი სამხრეთ ევროპისთვის (EFSE) მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას და კეთილდღეობას სამხრეთ -აღმოსავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონში მიკრო და მცირე საწარმოების განვითარებისა და ინვესტიციის განხორციელების გზით.
ბურჭულაძე: ოცნებასთან საპროცესო არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლებაა
აქტივისტი სერგი ყანჩაველი - ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ აკაცუკად
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)