14:43 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-24 11:39:24, 2801 ნახვა

ომი უკრაინაში
მოსკოვის შემდეგ, პეტერბურგშიც ლოქდაუნი გამოცხადდა

მოსკოვის ლოქდაუნის შემდეგ, პეტერბურგის ხელისუფლებამ,  რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქის სრული დაკეტვა გამოაცხადა. ოქტომბრის ბოლოდან 7 ნოემბრამდე თითქმის ყველაფერი დაიხურება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა.

როგორც  სანქტ-პეტერბურგის ადმინისტრაციამ განაცხადა, 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით ქალაქში დაიხურება სკოლები, ყველა გასართობი დაწესებულება, რესტორანი, ბარი, კაფე და ყველა მაღაზია, გარდა იმ შემთხვევებისა, სადაც ასორტიმენტის 30%-ზე მეტია, საკვები.

კვების ობიექტებს შეეძლებათ იმუშაონ მხოლოდ გატანის სერვისით. გამონაკლისი გაკეთდა მხოლოდ კაფეებისთვის რკინიგზის სადგურებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე, ასევე სამრეწველო სასადილოებზე.

გასართობი ობიექტებიდან მხოლოდ თეატრები და მუზეუმები იმუშავებენ, მაგრამ მათში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ QR კოდით (ვაქცინაციის დადასტურება) ან კორონავირუსის უარყოფითი ტესტით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics