2021-10-19 22:29:11, 516 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილის პირადი ექიმი - ყველა ერთ ტალღაზე ვართ - პრევენციული ჰოსპიტალიზაცია, ჯერ არ ვიცით, სად
როგორც, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ კონსილიუმის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა, კონსილიუმმა გამოიტანა რეკომენდაცია მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით.
როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, ის მიხეილ სააკაშვილს ხვალ შეხვდება. გააყვანაზე თანხმობა თავად ექსპრეზიდენტმა უნდა განაცხადოს.
„გავიარეთ კონსილიუმის დოკუმენტები და ყველა ერთ ტალღაზე ვართ - პრევენციული ჰოსპიტალიზაცია. ჯერ არ ვიცით, სად. ამაზე ვმუშაობთ...ჰოსპიტალიზაცია, რასაკვირველია, არ უნდა მაგრამ ესმის, რომ ადრე თუ გვიან ეს დღე დადგება. დღეს დაახლოებით 2 საათი განვიხილავდით მისი ანალიზების შედეგს. ჩემი რეკომენდაციაა, რომ ჰოსპიტალიზაცი თუ შედგება შემდეგ 2 დღეში უფრო კარგია, ვიდრე 3-4 დღეში",- განაცხადა ნიკოლოზ ყოფშიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,