2021-10-19 20:37:05, 820 ნახვა
პოლიტიკა
კონსილიუმის წევრი ექიმი სააკაშვილზე - დავაყენეთ საკითხი პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის შესახებ
როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილი ექიმტა ჯგუფის ერთერთმა წევრმა განაცხადა, მათი რეკომენდაციაა, რომ სააკაშვილი პროფილაქტიკური მიზნებით საავადმყოფოშ გადაიყვანონ.
ზურაბ ფაღავაას თქმით, ექსპრეზიდენტი ინტენსიური დაკვირვების მიზნით უნდა მოტავსდეს ჰოსპიტალში.
„დავაყენეთ საკითხი ე.წ. პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის შესახებ და ახლა განიხილავენ. დამთავრდა, ყველაფერი განვიხილეთ, რეკომენდაცია გავეცით. ეს სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია არ არის, მაგრამ ვინაიდან, გართულების ალბათობა მაღალია, იმისთვის რომ თავი დავიზღვიოთ რეკომენდაცია გავეცით, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდეს. ეს საათების საკითხი არ არის, თუმცა უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს“,- განაცხადა ექიმმა ზურაბ ფაღავამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,