2021-10-19 12:32:01, 704 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-ს პრესსპიკერი - რუსეთის მიმართ ვაგრძელებთ თანმიმდევრულ პოლიტიკას, გავაძლიერეთ თავდაცვა და შეკავება
ნატო-ს პრესსპიკერი ოანა ლუნგესკუ რუსეთის გადაწყვეტილებას, ბრიუსელსა და მოსკოვში დიპლომატიური მისიების მუშაობის შეჩერებასთან დაკავშირებით სამწუხაროს უწოდებს.
ამასთანავე, ალიანსის სპიკერი აცხადებს, რომ ნატო-ს კარი ღიაა დიალოგისთვის.
„სამწუხაროა ეს ნაბიჯი. ნატო რუსეთის მიმართ თანმიმდევრულ პოლიტიკას აგრძელებს. ჩვენ გავაძლიერეთ რუსეთის შეკავება და თავდაცვა რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, ამავდროულად ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, მათ შორის, ნატო-რუსეთის საბჭოს საშუალებითაც’, - განაცხადა ნატო-ს სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ნატო-ს ოფისის მუშაობას 1-ელ ნოემბერს შეაჩერებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,