|
2021-10-18 14:00:20, 521 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების საკითხის მოწესრიგებაზე საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყება
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის შემცველი სააგიტაციო მასალის განთავსების პრევენციასთან დაკავშირებული „საარჩევნო კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ ორგანულ კანონის პროექტისა და „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის განხილვა დაიწყება. „საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილება ითვალისწინებს სტაბილური ტერიტორიული განთავსების ტექნიკური საშუალების (მაგალითად - სტენდის, შენობა-ნაგებობის ფასადის, სხვა უძრავი ნივთის/კონსტრუქციის) გამოყენებით ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ფარგლებში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებით ისეთი სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში გავრცელების აკრძალვას, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად. ორგანული კანონის პროექტით ზუსტდება ტერმინ -სააგიტაციო მასალის განმარტება. „მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილების თანხმად, იკრძალება ისეთი წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად. ბიურომ საკანომდებლო პაკეტზე წამყვან კომიტეტად იურდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო სავალდებულო კომიტეტად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განსაზღვრა. კანონპროექტების ინიციატორების მოთხოვნა იყო, რომ საკანომდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით განხილულიყო და ახალი რეგულაციები შეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს, რომელიც 30 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. თუმცა, ბიურომ მსჯელობის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტების განხილვა წარიმართოს ჩვეულებრივ ვადებში, როგორც ეს რეგლამენტით არის განსაზღვრული. აღნიშნული მოსაზრება გაიზიარეს კანონპროექტების ინიციატორებმაც. საკანომდებლო პაკეტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, შალვა პაპუაშვილი, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, გურამ მაჭარაშვილი, ალუდა ღუდუშაური, მიხეილ სარჯველაძე, ნინო იობაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და ირაკლი ბერაია.
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)