09:37 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-13 12:26:43, 708 ნახვა

პოლიტიკა
კახა კუჭავა – სრული აბსურდია, მიხეილ სააკაშვილს ვინმემ პოლიტიკური პატიმარი უწოდოს

კითხეთ კუბილიუსს, მის ქვეყანაში როდესაც ადამიანი უკანონოდ გადაკვეთს საზღვარს, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს კრიმინალად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარის მიერ გაკეთბულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა,

კახა კუჭავას თქმით, სრული აბსურდია, მიხეილ სააკაშვილს ვინმემ პოლიტიკური პატიმარი უწოდოს. 

"ადამიანი, როდესაც გადმოკვეთს საზღვარს უკანონოდ, ეს კანონის დარღვევა არის, პირდაპირი მითითებაა მასზე, რომ ის კანონიერად ზის ციხეში. ამის უგულებელყოფა პირველ რიგში, პირდაპირ მოქმედებს იმაზე, რომ მას, ევროპარლამენტარს შეიძლება  ჰქონდეს არასწორი ინფორმაცია. დეტალებზე ინფორმაციას არ გავამახვილებ და კითხეთ კუბილიუსს, ადამიანი, როდესაც მის ქვეყნის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთს, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს კრიმინალად. სრული აბსურდია, მიხეილ სააკაშვილს ვინმემ უწოდოს პოლიტიკური პატიმარი", – განაცხადა კუჭავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics