2021-10-11 15:05:22, 972 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე - არავინ ითხოვს, რომც მოითხოვონ, გამორიცხულია
დღეის მდგომარეობით, სააკაშვილს 6 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„დღეის მდგომარეობით, სააკაშვილს 6 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა. რაც უფრო სწრაფად გაიაზრებს პატიმარი სააკაშვილი ამ რეალობას, მით უკეთესი მისთვის და გუნდისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა, პრემიერმა განაცხადა, რომ ეს გამორიცხულია.
„გამორიცხულია, 100%-ით გიდასტურებთ. ჯერ ერთი არავინ ითხოვს მის გადაცემას, რომც მოითხოვონ არავინ არ გადასცემს და მინიმუმ 6 წლის მოხდენის შემდეგ, შეუძლია წავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში”, - აღნიშნა პრემიერმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,