|
2021-10-08 11:09:13, 887 ნახვა
პოლიტიკა
DRI - მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულების ბრალი პოლიტიკური ხასიათისაა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურის მიერ სამი პირის მიმართ წარდგენილი ბრალის კანონიერებას. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შეშფოთებას იწვევს საქართველოს პროკურატურის მიერ შერჩეული მუხლი და მისი ინტერპრეტაცია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დანაშაულის დაფარვით გამოძიება მიმდინარეობს იმ საქმეებზე, რომლებზეც სააკაშვილი უკვე მსჯავრდებულია. „ნორმის სისტემური ინტერპრეტაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლი „დანაშაულების წინასწარ შეუპირებლად დაფარვა” მოცემულია სსკ-ის 43-ე თავში „დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გახსნის წინააღმდეგ მიმართული ქმედება“ და შესაბამისად, წარმოადგენს დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გახსნის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს. ამ თავის ყველა დანაშაული დაკავშირებულია მხოლოდ გამოძიების ეტაპთან. აღნიშნული მუხლის მოქმედება არ ვრცელდება გამოძიების დასრულებისას, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისა და პირის მსჯავრდების ეტაპზე“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. მათივე თქმით, პროკურატურის არგუმენტი ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებას, რომელშიც „დანაშაულის დაფარვა“ შემდეგნაირადაა განმარტებული: „დანაშაულის დაფარვაში იგულისხმება დამნაშავის, აგრეთვე დანაშაულის ჩადენის იარაღისა და საშუალების, დანაშაულის კვალის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საგნების დაფარვა.“ აღსანიშნავია, რომ განჩინება შეეხებოდა დაუსრულებელ საქმეზე (განაჩენი არ იყო დამდგარი) დანაშაულის დაფარვის შემთხვევას. „საქართველოს პროკურატურის განმარტება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის შესახებ ვერ პასუხობს სისხლის სამართლის კანონიერების პრინციპს. დანაშაულის იმ შემადგენლობას, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტის საქმეზე სამ პირს ედავებიან - „დამნაშავის დაფარვას” საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ იცნობს. კანონიერების პრინციპის თანახმად, ყველა ქმედება, რომელსაც სახელმწიფო დანაშაულად მიიჩნევს, გათვალისწინებული უნდა იქნეს სისხლის სამართლის კოდექსით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის დანაწესი, რომლის მიხედვითაც „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“ ადგენს პირის პასუხისგებაში მიცემის საფუძვლებს და განამტკიცებს გარანტიას, რომ ნებისმიერი დანაშაული მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სისხლის სამართლის კანონში . სისხლის სამართლის კანონის განმარტება მისი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის საწინააღმდეგოდ ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების პრინციპსაც, რადგან სასამართლო ამგვარად ცვლის სისხლის სამართლის ნორმას, ამის უფლება კი მხოლოდ საქართველოს პარლამენტს აქვს. შესაბამისად, პროკურატურის განმარტება, რომ „სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი არ უნდა განიმარტოს სიტყვა-სიტყვით, არამედ მუხლი უნდა განიმარტოს მიზნობრივად” კანონიერებისა და განსაზღვრულობის პრინციპების სრული უგულებელყოფაა“, - ვკითხულობთ DRI-ის განცხადებაში. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის კანონის განჭვრეტადობის პრინციპების უგულებელყოფა სამართალშემფარდებლის თვითნებობით არის გამოწვეული. შესაბამისად, საფუძვლიანია ვარაუდი, რომ როგორც ბრალის წარდგენა, ასევე, სასამართლოს მიერ სამივე პირის მიმართ ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდება, პოლიტიკური შეხედულებების გამო პირთა დასჯას ისახავს მიზნად.
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)