11:28 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-06 20:27:30, 1016 ნახვა

პოლიტიკა
ცესკოს თავმჯდომარე ორგანიზაცია „საერთაშორისო დემოკრატიის“ წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დღეს საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის „საერთაშორისო დემოკრატია“ წარმომადგენლებს შეხვდა. ორგანიზაციის საარჩევნო საკითხების განვითარების მენეჯერმა მარიტ ბჟორნლუნდიმ და საარჩევნო საკითხების განვითარების სპეციალისტმა მარტინა პერინომ გიორგი კალანდარიშვილს 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს. ამის შესახებ ცენტრაური საარჩევნო კომისიისპრესსამსახური აცხადებს.

მათი ცნობით, მარიტ ბჟორნლუნდი და მარტინა პერინო არჩევნების დღეს თბილისსა და მის შემოგარენში რამდენიმე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ. დაკვირვების შედეგად მათ აღნიშნეს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მომზადების დონე საკმაოდ მაღალი იყო, ზოგადად საარჩევნო პროცესი კი გამჭვირვალედ წარიმართა. ისინი ასევე იმყოფებოდნენ კრწანისის საარჩევნო ოლქშიც, სადაც ცესკომ საპილოტე პროექტი განახორციელა. „საერთაშორისო დემოკრატიის“ წარმომადგენლების განცხადებით ასეთი ტექნოლოგიების დანერგვა მნიშვნელოვნად გაამარტივებს საარჩევნო პროცედურებს. უცხოელი დამკვირვებლების განცხადებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მაგალითის მიმცემია სხვადასხვა მიმართულებით.

„თავის მხრივ ცესკოს თავმჯდომარემ ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა 2 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვებისთვის და თავიანთი მიგნებების გაზიარებისთვის. მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებიც განიხილეს." -ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics