|
2021-08-30 13:41:24, 2089 ნახვა
ომი უკრაინაში
ნინო ნიჟარაძე - აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია
რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება შეიძლება ითქვას სტაბილურია. - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. მისი თქმით რეგიონში კლებადი დინამიკა შეინიშნება. "გვაქვს კლებადი დინამიკა, გასული 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა ინფიცირების 247 ახალი შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ცენტრი შაბათ-კვირასაც ახორციელებდა დიაგნოსტიკას, მაინც მოსახლეობის მომართვიანობა გაცილებით ნაკლები იყო. თუმცა ვფიქრობთ, რომ კარგად გამოხატულია სტაბილიზაციის მაჩვენებელი. რაც შეეხება მზაობას და ზოგადად სამედიცინო სისტემის მობილიზებას, აჭარაში სულ არის 8081 აქტიური შემთხვევა, დილის მონაცემებით ჰოსპიტალში იმყოფებოდა 1010 პაციენტი, 166 პაციენტი გადის ინტენსიური თერაპიის კურსს, 43 იმყოფება მართვით სუნთქვაზე. კლინიკებში მობილიზებულია 1070 კოვიდ საწოლი. თერაპიული საწოლები უკვე რამდენიმე დღეა დაახლოებით 40-50-ის ფარგლებში თავისუფალია. ამ ეტაპზე ინტენსიური თერაპიის საჭიროების მქონე პაციენტების მომართვიანობა გვაქვს და მაქსიმალურად ვცდილობთ არ დარჩეს არცერთი მათგანი სერვისის მიღმა. დღეის მდგომარეობით სინოფარმით იცრებიან ის პირები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან პირველ დოზაზე, ან აქვთ მეორე დოზის საჭიროება. თვის ბოლოს განახლდება მარაგი და ჯავშნის გარეშე ყველას შეეძლება ჩაიტაროს აცრა. თუმცა იცით, რომ დღეს გვაქვს ფაიზერი და სინოვაკი, ამიტომ ყველას ვთხოვ აქტიურად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში". - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რეგიონში მოსახლეობის 12% სრულიად ვაქცინირებულია. "დღეისათვის 140 000-ზე მეტი ვაქცინაა ადმინისტრირებული. მოსახლეობის 27 % არის ერთი დოზით აცრილი, ორი დოზით 12 %, თუმცა კიდევ უფრო მეტი გაფართოებაა საჭირო. იცით, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ გამსვლელი ბრიგადებით მუნიციპალიტეტებში აცრების ჩატარება. გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში დავაანონსებთ უკვე იმ ოჯახის ექიმებსა და ამბულატორიებს, სადაც დაიწყება ვაქცინაციის პროცესი. ასევე, მიმდინარე კვირაში იგეგმება მობილურ ტრანსპორტშიც ვაქცინაციის დაწყება.
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა
მაკრონმა ტრამპს უპასუხა: საფრანგეთი ყოველდღე არ დაადასტურებს თავის სუვერენიტეტს ვიღაცის უცნაური განცხადებების გამო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)