|
2021-08-11 13:07:11, 588 ნახვა
პოლიტიკა
კახაა კუჭავა - ტურიზმი და გარე ტურიზმი, არის და იქნება მთავრობის პრიორიტეტი და შედეგსაც მალე ნახავს ადგილობრივი მოსახლეობა
შიდა ტურიზმი და გარე ტურიზმი, არის და იქნება მთავრობის პრიორიტეტი და შედეგსაც მალე ნახავს ადგილობრივი მოსახლეობა.- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ , „ქართული ოცნების" წალკის მერობის კანდიდატის ილია საბაძის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, წაკლაში მსოფლიო სტანდარტების ბევრი საინტერესო ინიციატივა და პროექტი განხორციელდება. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - დღე, როდესაც ჩვენმა შინდისელმა გმირებმა თავი შესწირეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მომავალს. არ დაგიმალავთ, პირველად ვიმყოფები წალკაში, პირველად ვესტუმრე ამ მხარეს. მეგონა, მთელი საქართველო მქონდა ნანახი და რაღა გამაკვირვებდა, თუმცა, გაკვირვებული დავრჩი ამ სილამაზით. კანიონი, რომელიც უნიკალურია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კანიონია ევროპაში და რაც ყველაზე მთავარია, იქ ხორციელდება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, უპრეცენდენტო პროექტი და ინვესტიცია, რომლის მსგავსი ამ მხარეში ჯერ არ განხორციელებულა. საუბარია ქართულ-ებრაულ ინვესტიციაზე, რომელიც შექმნის სამაგალითო, მსოფლიო სტანდარტების ტურისტულ ინფრასტრუქტურას. მნიშვნელოვანია, რომ იგი გამოვიყენოთ შიდა ტურიზმისთვის. საქართველოს მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა ნახონ ეს სილამაზე, თუ რამდენად მდიდარია ჩვენი ქვეყანა თავისი მრავალფეროვნებით და ამ მხრივ წალკა ერთ-ერთი გამორჩეულია. შიდა ტურიზმი და გარე ტურიზმი, არის და იქნება მთავრობის პრიორიტეტი და შედეგსაც მალე ნახავს ადგილობრივი მოსახლეობა. მრავალფეროვნება ვახსენე და არ შემიძლია, არ აღვნიშნო ეთნიკური მრავალფეროვნებით მდიდარი ეს მხარე, გამორჩეულად შრომისმოყვარე ხალხი, გზად მოვდიოდი და ვნახე, როგორ არის დამუშავებული თითო გოჯი მიწა, ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი და მოსავლიანი. აქ წარმოებული პროდუქცია საუკეთესოა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ექსპორტზეც საკმაო რაოდენობით გადის. ეს სამაგალითო უნდა გახდეს სხვა რეგიონებისთვის, თუ როგორ უნდა იშრომო, როგორ უნდა შექმნა დოვლათი ოჯახისთვის, ქვეყნისთვის და შექმნა ხარისხიანი პროდუქცია. ჩვენი ქვეყანა არ არის დიდი ტერიტორიებით, თუმცა, რასაც ქმნის ეს მხარე, გამოირჩევა საუკეთესო ხარისხით. წალკაში სოფლის მეურნეობის ბევრი საინტერესო ინიციატივა და პროექტი განხორციელდა, რაც ეტყობა მხარეს, თუმცა, მჯერა, რომ ბევრი სხვა იდეა არსებობს და პირველ რიგში, ეს არის აქ, ამ მოსახლეობის გამოცდილებიდან, მათი ცხოვრებიდან და იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელსაც ისინი აწყდებიან. ახალგაზრდები - ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ახალი მერისთვის, ახალი საკრებულოსთვის, რომ მოუსმინოს ადგილობრივებს, ბოლომდე იყოს ჩართული იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, რომელსაც მოსახლეობა აწყდება, ზოგჯერ, ყოველდღიურად. ჟინი, რომელიც ადგილობრივებს აქვთ, მთავარია იმისთვის, რომ მაქსიმალურად მეტი კეთილდღეობა მოვუტანოთ ჩვენს ოჯახებს, ამ მხარეს და მთლიანად, საქართველოს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შემდეგი ვიზიტისას და გპირდებით, რომ ხშირად ვივლი, ჩვენ ვნახავთ კიდევ უფრო სამაგალითო წალკას სხვა კუთხეებისთვის.
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)