|
2021-08-10 16:02:37, 513 ნახვა
პოლიტიკა
კახა კუჭავა - აუცილებელია ყველამ შეძლოს ბოლომდე გამოიყენოს ის პოტენციალი, რომელიც ამა თუ იმ რეგიონს გააჩნია
დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდების ჩართულობით, ახალი მერით, ახალი საკრებულოთი, ძლიერი გუნდით, რომელიც ზურგს გაუმაგრებს ადგილობრივ თვითმმართველობას, ჩვენ მივაღწევთ ყველა მიზანს, - - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დმანისში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის კობა მურადაშვილის წარდგენაზე წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, ის პოტენციალი, რაც დმანისს გააჩნია აუცილებლად იქნება გამოყენებული. „მიხარია, რომ მაქვს საშუალება, მოგმართოთ სილამაზით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილიდან-საზღვრისპირა მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით მრავალფეროვანი მოსახლეობით, ეთნიკური უმცირესობებით, სადაც ყველა ერთად შრომობს და ერთად უძღვება ყოველდღიურ საქმიანობას. - როდესაც მოვდიოდით, არ შეიძლება არ შეამჩნიო ველები და ფერდობები, რომელიც დამუშავებულია, მოვლილია, სადაც პირველ რიგში ჩანს თუ რამდენად შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს აქ. ისინი არჩენენ ოჯახებს, ქვეყანას, ქმნიან დოვლათს. ბევრი საწარმო გაიხსნა, ძალიან ბევრი პროგრამა განხორციელდა. მე ვიცი, ძალიან ბევრია დაკავებული მეცხოველეობით. მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის პროგრამების კუთხით ჩვენ ნამდვილად გვაქვს მრავალფეროვნება, აუცილებელია ყველამ შეძლოს ბოლომდე გამოიყენოს ის პოტენციალი, რომელიც ამა თუ იმ რეგიონს გააჩნია, თუმცა მე ამჯერად ხაზგასმით აღვნიშნავდი ტურისტულ პოტენციალს, რომელიც რეგიონს გააჩნია. პირველი ევროპელები აქ აღმოაჩინეს, ბევრისთვის აქ იწყება ევროპა, ის ევროპა, რომლის სრულფასოვანი წევრები ჩვენ 2024 წელს გავხდებით და გავხდებით ლიდერი, ევროპული რეგიონებით, სადაც შემოვიტანთ ევროპული ცხოვრების სტანდარტებს. მართლაც გამაოგნებელია ის სილამაზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და მე განსაკუთრებით ვისურვებდი, რომ პირველ რიგში შიდა ტურიზმისთვის გახდეს ეს ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი. ყველამ უნდა ისიამოვნოს იმ ციხესიმაგრეებით, გარემოთი, ბუნებით, ხალხის სიყვარულით, რომლითაც ნამდვილად გამოირჩევა დმანისი. დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდების ჩართულობით, ახალი მერით, ახალი საკრებულოთი, ძლიერი გუნდით, რომელიც ზურგს გაუმაგრებს ადგილობრივ თვითმმართველობას, ჩვენ მივაღწევთ ყველა მიზანს, ჩვენ ვიხილავთ უფრო გაბრწყინებულ დმანისს, რომლის პოტენციალი სრულიად იქნება გამოყენებული. ვიხილავთ ბევრ ტურისტს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელიც ამ უნიკალური ისტორიით, ტრადიციით და კულტურით მიიღებენ სიამოვნებას, აქაც დატოვებენ თავიანთ დოვლათს და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ყველას, რომ საზღვრისპირა მუნიციპალიტეტი შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი, ძალიან ლამაზი და რაც ყველაზე მთავარია, ძლიერად ფეხზე მდგომი. კიდევ ერთხელ მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს კანდიდატს, რომელიც გახლავთ იურისტი, გამოცდილი საჯარო მოხელე, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი კუთხე, თავისი მხარე, და რომლის წარმატებაში ყველა დარწმუნებული ვართ. თუმცა, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ მას ჭირდება ძლიერი საკრებულო, სადაც ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ უმრავლესობასაც და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაიდება საბოლოო წარმატების შედეგი."
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)