2021-08-02 20:51:47, 858 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე პრეზიდენთან შეხვედრაზე - დავთახმდები თუ საჯაროდ მისცემს შეფასებას „ოცნების“ მხრიდან შეთანხმების ანულირებას
მეც დამიკავშირდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და მითხრეს, რომ პრეზიდენტს სურს შეხვედრა, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
მისი ტქმით , პრეზიდენტთან შეხვედრაზე თანხმობა ერთი პირობით განაცხადა, კერძოდ, თუკი სალომე ზურაბიშვილი „საჯაროდ მისცემს შესაბამის შეფასებას „ქართული ოცნების“ მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ე.წ ანულირებას.“
„ცალ-ცალკე პასუხების წერა, რომ აღარ გავაგრძელო: კი, მეც დამიკავშირდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და მითხრეს, რომ პრეზიდენტს სურს შეხვედრა.
მე თანხმობა განვაცხადე ერთი პირობით - შევხვდები, მას შემდეგ, რაც ქ-ნი სალომე საჯაროდ მისცემს შესაბამის შეფასებას „ქართული ოცნების“ მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ე.წ ანულირებას. ამის შემდეგ აღარ დამკავშირებიან“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,