2021-08-02 02:45:54, 854 ნახვა
პოლიტიკა
აშშ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს რელიგიური და ეთნიკური არასტაბილურობის გამო საქართველოში არ გაემგზავრონ
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ეკონომიკური, პოლიტიკური, რელიგიური და ეთნიკური არასტაბილურობის გამო საქართველოში არ გაემგზავრონ.
სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება რეკომენდაციის ხასიათს ატარებს და ცოტა ხნის წინ განახლდა.
საქართველოზე წერია, რომ "საქართველოში მგზავრობა სახიფათოა ეკონომიკური, პოლიტიკური, რელიგიური და ეთნიკური არასტაბილურობის გამო, რომელმაც შეიძლება დიდი ძალადობა და ზიანი გამოიწვიოს." - (ციტატა)
მეორე პუნქტად მითითებულია, რომ "მთელ ქვეყანაში გავრცელებულია ორგანიზებული, ძალადობრივი კრიმინალი. პოლიცია უძლურია. " -(ციტატა)
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და მთავრობა, ხშირად მოუწოდებს თავის მოქალაქეებს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობას ამა თუ იმ მიზეზით თავი აარიდონ. მსგავის ჩამონათვალის გამო საქართველო ასეთ სიაში პირველად მოხვდა.



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან