2021-07-19 12:45:41, 1024 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმერ ზელენსკი ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ვლადიმერ ზელენსკი ენგურის ხიდზე პირდაპირ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განაცხადა, ვლადიმერ ზელენსკი ხურჩაშიც ჩავა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში დაახლოებით ერთი საათის წინ ჩამოფრინდა. მას აეროპორტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და უკრაინაში საქართველოს ელჩი თემურ შარაშენიძე დახვდნენ.
როგორც ცნობილია, ვლადიმერ ზელენსკი ბათუმის რიგით მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძებას ასევე დაესწრება მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან