2021-07-18 14:38:05, 850 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ჟურნალისტი ჩართულია ამორალურ პოლიტიკურ აქტიურობაში
გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის და მისი ოჯახის ტრაგედიით სპეკულირება ხდება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა.
"ბატონო თავმჯდომარემ, ზუსტად ვიცი, ჩვენი თანაგუნდელების აზრი და მათი სახელით ვსაუბრობ, წარმოუდგენელია, ამ კამპანიის ფონზე, როდესაც ჟურნალისტი კონკრეტულ ადგილზე დგას, იმის გასაშუქებლად, რაც ხდება, ის ამავდროულად ჩართულია პოლიტიკურ აქტიურობაში, პრეცედენტია ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ფორმალურ მხარესაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. როცა ჟურნალისტი ჩართულია პოლიტიკურ აქტიურობაში, თან ძალიან ამორალურ პოლიტიკურ აქტიურობაში, სანამ ეს არ მოხდება, სხდომა ჩვენი აზრით, არ უნდა გაგრძელდეს",- თქვა მდინარაძემ.
სხდომის გადადების ინიციატივით ცოტა ხნის წინ კახა კუჭავა გამოვიდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,