2021-07-12 15:51:37, 1046 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან 6 დაამტკიცა. ეს მოსამართლეები არიან:
გოჩა აბუსერიძე - 79 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;
გიორგი გოგიაშვილი - 79 მომხრე, 4 - წინააღმდეგი;
ლევან თევზაძე - 77 მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
რევაზ ნადარია - 77 მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
ბიძინა სტურუა - 78 მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
ლაშა ქოჩიაშვილი - 79 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;
პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 3 კანდიდატს: ქეთევან მესხიშვილს, ეკა ზარნაძეს და გიორგი შავლიაშვილს.
პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომას, სადაც აღნიშნულ საკითხს კენჭი უყარეს, ოპოზიიდან მხოლოდ პარტია „მოქალაქეები“, „ევროპელი სოციალისტები“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ესწრებოდნენ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან