04:37 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-12 14:30:50, 1039 ნახვა

პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: ნებისმიერი დაპირისპირება არის ოკუპანტის ინტერესი, ნუ განვახორციელებინებთ არაკეთილმოსურნეებს საკუთარ განზრახვებს

„ნებისმიერი ძალადობა არის დაუშვებელი და კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ სახელმწიფო გვეკუთვნის თითოეულ ჩვენგანს – მეც, თქვენც და ნებისმერ ადამიანს", – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა.

რატი ბრეგაძის თქმით, ყველამ ერთად  უნდა გადავაფასოთ ისტორიის გაკვეთილები, მათ შორის, უახლესი ისტორიის გაკვეთილები, და უნდა შევეცადოთ, რომ ერთმანეთთან მოვძებნოთ სასაუბრო ენა და ერთობლივად მშვიდობიანად შევძლოთ საუბარი.

„ნებისმიერი დაპირისპირება არის მხოლოდ და მხოლოდ ოკუპანტის ინტერესი და ყველას მინდა, გთხოვოთ, ნუ განვახორციელებინებთ ჩვენს არაკეთილმოსურნეებს საკუთარ განზრახვებს. პასუხისმგებლობა არის თითოეულ ჩვენგანზე", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics