2021-07-06 10:14:38, 952 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო/ოდირი - აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიზანმიმართული თავდასხმა სწრაფად და საფუძვლიანად უნდა გამოიძიონ
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) თბილისში გუშინ, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს „ტვიტერში“ ეხმიანება.
ორგანიზაციის განცხადებით, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მათი საკუთრების წინააღმდეგ თითოეული მიზანმიმართული თავდასხმა სწრაფად და საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული.
„ოდირი შეშფოთებულია თბილისში დღევანდელი ძალადობით და ასევე დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების გაუქმების გამო. აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მათი საკუთრების წინააღმდეგ თითოეული მიზანმიმართული თავდასხმა სწრაფად და საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული“, - ნათქვამია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,